Belive

შოთა არველაძის კარაგუმრუქი გალათასარაისთან დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფატიჰ კარაგუმრუქმა'' შოთა არველაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ,,გალათასარაისთან'' სტუმრად გამართა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს კერემ აქტურკოღლუმ გაიტანა.

მეორე ტაიმში არველაძის გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა სტუმრებმა ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.

თურქეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ, ,,ფატიჰ კარაგუმრუქი'' სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა, ,,გალათასარაი'' კი 43 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ქართველი სპეციალისტის გუნდი მომავალ მატჩს 23 დეკემბერს, ,,გაზიანთეფის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები