Belive

რეალი ანჩელოტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტული ჟურნალისტის სერხიო სანტოსის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის ახალი კონტრაქტი "რეალში" მხოლოდ დროის საკითხია.

მადრიდულ კლუბს სურს, რომ იტალიელი სპეციალისტი მომავალ წელსაც მათი მწვრთნელი იყოს. როგორც ცნობილი გახდა, კარლო "რეალისგან" ორწლიან კონტრაქტს მიიღებს. "ბლანკოსში" მრავალი ტრავმის მიუხედავად, საქმე კარგად მიდის. ესპანურ მედიაში წერენ, რომ ანჩელოტის დარჩენასთან მოლაპარაკების დაწყების გეგმა "რეალში" დიდი ხანია არსებობდა. მათი თქმით, მადრიდელები მათ მწვრთნელს ახალ კონტრაქტს შობამდე გაუფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური საგზური უკვე მოიპოვა. მადრიდელები ხვალ "ნაპოლის" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხვალ, 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები