Belive

შირერმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ალან შირერმა, ინგლისის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

ლეგენდარულმა ინგლისელმა თავისი თერთმეტეული ჩემპიონატის ლიდერი არსენალიდან 4 ფეხბურთელით დააკომპლექტა.

მეთოფეების წარმატების გასაღები წელს დაცვის ხაზის საიმედოობაა, ამიტომ, შირერმა ძირითად შემადგენლობაში მეკარე დავიდ რაია, ცენტრალურ მცველთა დუეტი - სალიბა/გაბრიელი და ნახევარმცველი - დეკლან რაისი შეიყვანა.

შირერის სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:

რაია - სალიბა, გაბრიელი, ო'რაილი, უილსონი, რაისი, ფერნანდეში, სემენიო, იგორ ტიაგო, ჟოაო პედრო, ჰოლანდი.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი შირერმა კიტ ენდრიუსი დაასახელა. ენდრიუსი ბრენტფორდში სადებიუტო სეზონს ატარებს. მისი გუნდი ამჟამად მე-7 ადგილზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის.

პრემიერლიგის 31 ტურის შემდეგ პირველ ადგილს 70 ქულით ლონდონის არსენალი იკავებს, მეორე პოზიციაზე კი 61 ქულით (30 მატჩში) მანჩესტერ სიტია.