Belive

შეთანხმება მიღწეულია - მანჯუკიჩი იტალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთდროულად რამდენიმე იტალიური გამოცემა, როგორიცაა Sky Sport Italia, Sportitalia და Tuttomercato იუწყება, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა 13 იანვარს, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდის მარიო მანჯუკიჩის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც აღინიშნა, შეხვედრა პოზიტიურად ჩატარდა, შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხარეები აწარმოებენ დიალოგს მოთამაშის პირადი კონტრაქტის შესახებ. თავად ხორვატი მზადაა გაჰყვეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის კვალს, რომელიც "როსონერიში" ერთი წლის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავიდა და სტეფანო პიოლის ახალგაზრდა გუნდს მნიშვნელოვან გამოცდილების უზიარებს. 2020 წლის ზაფხულში გაიჟღერა ვერსიამ, რომ 34 წლის ფორვარდი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლასთან ახლოს იყო. მადრიდის "ატლეტიკოს", "იუვენტუსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი 2020 წლის 5 ივლისის, ანუ მას შემდეგ თავისუფალი აგენტია, რაც ყატარულ კლუბ "ალ დუჰილთან" კონტრაქტი გაწყვეტა. აზიური კლუბის მაისურით მან 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები