Belive

შეთანხმება შედგა | პარი სენ-ჟერმენის მესამე ტრანსფერი

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენსა და პარმას შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსპექტიული მეკარე ზაიონ სუზუკი პარიზულ გრანდში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პარმა პარიზელთა წინადადებას დათანხმდა და იაპონელი კიპერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, თავად მეკარე კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარი სენ-ჟერმენმა შესაძლოა სუზუკი 1-წლით იჯარით გაანათხოვროს, რათა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს - იაპონელი მეკარე კლუბის მომავლის პროექტის წევრად განიხილება.

23 წლის ზაიონ სუზუკიმ პარმას მაისურით 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი იაპონიის საფეხბურთო ნაკრების კარს იცავდა და მუნდიალზე შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სუზუკი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მესამე შენაძენი გახდება - პარიზელებმა მაგნეს აკლიუში და ლუკა დინი უკვე გაიფორმეს.

სხვა სტატიები