Belive

შესაძლოა, მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში იმუშაოს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰამშიკი "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბს იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ იტალიურ კლუბში მწვრთნელად, სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ფრანჩესკო კალზონა დაინიშნება.

წყაროს ცნობით, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ კალზონას ნება დართო, რომ სეზონის ბოლომდე კლუბში და ნაკრებში ერთად იმუშაოს. ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიანო დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, დღეს მოლაპარაკებების ბოლო ეტაპს გამართავს, რათა ვალტერ მაცარი სწრაფად ჩაანაცვლოს. ინსაიდერი მატეო მორეტო იუწყება, რომ დე ლაურენტისი მწვრთნელის გაშვებას ოფიციალურად "ბარსელონასთან", ჩემპიონთა ლიგის თამაშის შემდეგ აპირებს.

24 ტურის შემდეგ, იტალიის მოქმედი ჩემპიონი, სერია A-ში მე-9 პოზიციაზეა და ამ სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.