Belive

შეფილდის ფეხბურთელი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"შეფილდ იუნაიტედის" ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრი - მედი კუსაკი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება.

2019 წელს, "შეფილდში" გადასვლის შემდეგ, კუსაკმა კლუბის მაისური 100 შეხვედრაში მოირგო. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის პარალელურად, კუსაკი "ბრამალ ლეინზე", "შეფილდის" მარკეტინგის დეპარტამენტშიც მუშაობდა.

"ბრამალ ლეინზე" ეს არის ყველასთვის შემაძრწუნებელი ამბავი. მედის ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება ყოფილიყო "შეფილდის" სხვადასხვა გუნდების წევრი, სადაც უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი პიროვნული თვისებები და პროფესიონალიზმი სამაგალითოა. მედის ოჯახსა და მეგობრებს, კლუბი სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. - შეფილდ იუნაიტედი.

მედი კუსაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება "ბირმინგემმა", "ასტონ ვილამ", ნოტინგემმა და ინგლისის ქალთა საფეხბურთო ასოციაციამაც გაავრცელეს.

სხვა სტატიები