Belive

შაპეკოენსეს ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრი, სიკვდილს კვლავ გადაურჩა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  • ბოლივიაში საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
  • 30 წლის ერვინ ტუმირი ტრაგედიას გადაურჩა
  • 2016 წელს, რეისმა (ლამია 2933) ავიაკატასტროფა განიცადა და საფეხბურთო გუნდ "შაპეკოენსეს" პრაქტიკულად სრული შემადგენლობა შეიწირა - ერვინ ტუმირი აღნიშნულ ავიაკატასტროფას გადაურჩა
30 წლის ერვინ ტუმირი მასშტაბურ კატასტროფას უკვე მეორედ გადაურჩა. 2016 წელს, კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, რომელსაც საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" თითქმის სრული შემადგენლობა ემსვერპლა, ტუმირი სასწაულებრივად გადაურჩა. რამდენიმე დღის წინ, ბოლივიაში ტრაგედია დატრიალდა - ავტობუსი 150 მეტრი სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა. ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ერვინ ტუმირიმ სიკვდილი გკვლავ დაამარცხა და ტრაგედიას კვლავ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ტუმირიმ მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.
"ავტობუსიდან გადმოვედი, ავდექი და დავინახე, რომ მუხლები დაზიანებული მქონდა... სწორედ ამ დროს ვთქვი: "არ მჯერა. ისევ გადავრჩი! თავს იღბლიანად ვგრძნობ", - აღნიშნა ერვინ ტუმირიმ.

1111