სესკ ფაბრეგასი სერია ა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
კომოს მთავარმა მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა Gran Gala del Calcio-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, სერია ა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოიპოვა. ესპანელ სპეციალისტს, ჯილდო, იტალიის ნაკრების თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, პირადად გადასცა. ფაბრეგასი თავისი გუნდის პროგრესით ძალიან ამაყი იყო და სიტყვით გამოსვლის დროს, ძირითადი ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების ენერგიულობასა და ბრწყინვალე ტექნიკურ თამაშზე გაამახვილა.
ძალიან ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ისტორია შევქმენით. ახლა კი გვინდა, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ. ამ ჯილდოს მიღებით, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ. ჩვენზე ზეწოლა ყოველწლიურად იზრდება და ეს სასიამოვნოცაა. ამ ზეწოლას ბუნებრივად ვიღებთ. - თქვა ფაბრეგასმა ჯილდოს მიღების დროს
ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შემდეგ, ესპანელი ახლა ყურადღების გამახვილებას კვლავ საკუთარ კლუბზე აპირებს. ფაბრეგასი კომოში 2023 წელს დაინიშნა. თავდაპირველად, ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და უელსელი ოსიან რობერტის ასისტენტი იყო, ხოლო მთავარ მწვრთნელად, ოფიციალურად, 2024 წლის 19 ივლისს დაინიშნა.
კომო, ბოლოს, სერია ა-ში 2002/03 წლებში თამაშობდა. 2017/18-დან 2020/21-მდე, საერთოდ სერია ც-შიც იყო. სერია ა-ში კი საბოლოოდ, 21-წლიანი პაუზის შემდეგ, 2024 წელს დაბრუნდა და სესკ ფაბრეგასთან ერთად, ისტორია დაწერა. 2024/25 წლებში, კომომ, სერია ა-ში, მე-10 პოზიცია დაიკავა. წელს კი, ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა და ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Cesc Fàbregas has been crowned Serie A Coach of the Year for the 2025/26 season after guiding Como through a historic campaign. pic.twitter.com/06iBAwEPjD
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 3, 2026