Belive

სერხიო რამოსის მხარდაჭერა უკრაინას | "მათი დავიწყება არ შეიძლება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის გასვლის დღეს, თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ, სერხიო რამოსმა, უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"იმედი" - ასე უწოდა 15 წლის უკრაინელმა დევნილმა თავის ნაშრომს. "როდესაც რუმინეთში ჩავედი, ჩემი მოგონებების ხატვა დავიწყე. მინდოდა, მეჩვენებინა ხალხისთვის, თუ როგორ ვამაყობ ჩემი ლამაზი ქვეყნით, უკრაინით. ასევე, მსურდა, ომს გამოქცეულ ადამიანებს გაეხსენებინათ ის ყველაფერი მშვენიერი, რაც უკრაინაში დატოვეს".

სხვა მილიონობით უკრანელი ბიჭის, გოგონასა და თინეიჯერის მსგავსად, მან 365 დღე ომის შედეგებისგან გამოწვეულ ტანჯვაში გაატარა.

პატრიციამ სამშობლო 2022 წლის მაისში დატოვა, სადაც მისი ბებია, ბაბუა და მეგობრები იყვნენ.

გასულმა 1 წლის განმავლობაში მომხდარი ძალადობა, ტრავმა, დანაკარგი, ნგრევა და იძულებით გადაადგილება 7.8 მილიონ ბავშვს შეეხო. UNICEF España-მ მათ დახმარება გამოუყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის. უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება, მათი დავიწყება არ შეიძლება", - აღნიშნა სერხიო რამოსმა და პოსტში UNICEF España-ს ბმული მიუთითა.

სხვა სტატიები