დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს იტალიის სერია ა-ში გუნდებს ვარჯიში უნდა განეახლებინათ.
რამდენიმე წუთის წინ იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ყველაფერი უარყო და განაცხადა: "ბოლო საათის განმავლობაში უცნაური სიახლეები წავიკითხე. არაფერი შეცვლილა იმის შემდეგ რაც ვთქვი. გუნდები ვარჯიშს მინიმუმ 18 მაისამდე ვერ განაახლებენ. ახლა ყველაფრის განახლება შეუძლებელია."
შეგახსენებთ რომ სერია ა-ს 26 ტურის შემდეგ, 63 ქულით "ბებერი ქალბატონი" ლიდერობს