Belive

სერბი ფეხბურთელი კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააკავეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი, ალეკსანდარ პრიიოვიჩი, კორონავირუსთან დაკავშირებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სპეციალური განცხადება გაკეთდა: "პრიიოვიჩი რამდენიმე ადამიანთან ერთად კომენდანტის საათის წესის დარღვევისთვის დააკავეს - ბელგრადში მდებარე სასტუმროში, ისინი რესტორანში 17:00-ის შემდეგ ისხდნენ და ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ", განაცხადა სერბეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ რებიჩმა. რებიჩის თქმით, მომხდარში დანაშაულის წილი სასტუმროზეც მოდის, რადგან კომენდანტის საათი 17:00-ის შემდეგ, საკვებითა და სასმელით მომსახურებას კრძალავს.
5e766d52ae5ac9316153a28e

სერბეთში კორონავირუსის 1,476 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 39 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული წესები კიდევ ორმა სერბმა ფეხბურთელმა დაარღვია - მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა, არაფრად ჩააგდო მადრიდში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული ორკვირიანი კარანტინი და ესპანეთიდან სამშობლოში გაემგზავრა.  ანალოგიურად მოიქცა იტალიური "ასკოლის" ფეხბურთელი, ნიკოლა ნინკოვიჩი.
მათი საქციელი ღიად თავად სერბერთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკრიტიკა: ""ნინკოვიჩი სასტუმროშია, იოვიჩი კი საკუთარ ბინაში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მათგანი მაინც გარეთ გამოვა, მათ მაშინვე დააკავებენ. ჩემი აზრით, ორივე ფეხბურთელი საქციელს უკვე ნანობს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი მილიონები," განაცხადა ვუჩიჩმა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები