Belive

სერ ბობი ჩარლტონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მწუხარებით გაუწყებთ, რომ სერ ბობი შაბათ დილით, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა. გვსურს, მადლობა ვუთხრათ ყველა პირს, ვინც მასზე ზრუნავდა, და გთხოვთ, რომ ამ რთულ პერიოდში ოჯახის წევრების მწუხარებას პატივი სცეთ. - წერია ჩარლტონის ოჯახის განცხადებაში

ბობი ჩარლტონმა “იუნაიტედის” შემადგენლობაში 17 წელი იასპარეზა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 758 შეხვედრაში 249 გოლი გაიტანა. ბობი ჩარლტონი იმ ლეგენდარული ინგლისის ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 1966 წელს შინაურ კედლებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. “სამი ლომის” შემადგენლობაში სერ ბობიმ 106 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.