სენტ-ეტიენი გენგამთან დამარცხდა | რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა?
საფრანგეთის ლიგა 2-ის მერვე ტურში სენტ-ეტიენმა გინგამს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. 'მწვანეებს' საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდათ და ჩემპიონატს ზედიზედ მოგებული 3 მატჩით მიუყვებოდნენ, ამიტომ საკუთარ კედლებში ეს მარცხი მოულოდნელი იყო.
ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ქართველი ივან კარდონამ შეცვალა. ზურიკო ბურთს 37-ჯერ შეეხო. 25-დან 21 პასი ზუსტად გააკეთა (84%), კარისკენ კი არ დაურტყამს. მისი შეფასება 6.2 ქულა იყო.
დავითაშვილის ანგარიშზე, ლიგა 2-ში, 2 გატანილი გოლია. სენტ-ეტიენს 8 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. მწვანეები მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, მონპელიეს წინააღმდეგ ჩაატარებენ.
90e+6 : Passés à côté de leur match, les Verts concèdent leur premier revers de la saison. Ils iront à Montpellier, samedi prochain.
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) September 27, 2025
💚 2-3 🔴 #ASSEEAG pic.twitter.com/BNYacZDxyT