Belive

სენსაციური დაბრუნება?! - არგენტინული კლუბი მესის დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტრანსფერი შესაძლოა 2027 წლის იანვარში შედგეს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინული კლუბი ნიუელს ოლდ ბოიზი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლიონელ მესი სამშობლოში დააბრუნოს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ არგენტინული ფეხბურთისთვის, არამედ მსოფლიო სპორტისთვისაც ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ბავშვობის კლუბი 25 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა.

ნიუელს ოლდ ბოიზის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი უკვე რამდენიმე თვეა, სპეციალურ გეგმაზე მუშაობს, რომელიც მესისთვის იდეალური პირობების შექმნას ითვალისწინებს. კლუბის პრეზიდენტმა და გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ლეოს დაბრუნება მხოლოდ სპორტული ფაქტორი არ არის - ეს კლუბის იდენტობის, ემოციებისა და ბავშვობის ოცნების ასრულების ტოლფასია. მართალია, ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ არსებობს, მაგრამ არგენტინულ მედიაში იუწყებიან, რომ მოლაპარაკებები და კონტაქტი მხარეებს შორის უფრო მჭიდროა, ვიდრე ეს აქამდე ოდესმე ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ მესის ინტერ მაიამისთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლოს ეწურება, რაც მას 2027 წლის დასაწყისისთვის სრულ თავისუფლებას აძლევს - მესისთვის მშობლიურ ქალაქ როსარიოში დაბრუნება და კარიერის იმ გუნდში დასრულება, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა, იდეალური სცენარი იქნებოდა. თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია ფეხბურთელის ფიზიკურ კონდიციებზე და მის პირად სურვილზე, თუმცა გულშემატკივართა მოლოდინი ძალიან დიდია.

სხვა სტატიები