Belive

სემ ელერდაისი ლიდსის მთავარი მწვრთნელი გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინგლისელი სპეციალისტი, სემ ელერდაისი "ლიდს იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სემ ელერდაისი, რომელიც ბოლოს სამწვრთნელო საქმიანობას 2021 წლის ივნისამდე, "ვესტ ბრომში" ასრულებდა, სეზონის მიწურულს "ლიდსის" ხელმძღვანელობამ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დახმარების მიზნით მიიწვია. ცნობილი ფაქტია, რომ სემ ელერდაისს, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან კარგად მუშაობა და მათი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დატოვება ეხერხება.

მხარეებმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეს. სემ ელერდაისი ხელფასის სახით 500 000 ფუნტს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ბონუსის სახით 2.5 მილიონ ფუნტსაც მიიღებს.

"ლიდსმა" მიმდინარე სეზონში მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალა - კლუბმა ჯერ ამერიკელი ხესე მარში, შემდეგ კი ესპანელი ხავი გრასია დაითხოვა.

სემ ელერდაისი კარიერის განმავლობაში არაერთი ინგლისურ კლუბში და ინგლისის ნაკრებშიც მუშაობდა. მას "პრესტონის", "ბლექპულის", "ნოთს ქაუნთის", "ბოლტონის", "ნიუკასლის", "ბლექბერნის", "ვესტ ჰემის", "სანდერლენდის", "კრისტალ პალასის", "ევერტონისა და "ვესტ ბრომისთვის" უხელმძღვანელია.

სხვა სტატიები