Belive

სეარას პრეზიდენტი: ,,გუშინ დამირეკეს და რიბერის გაფორმება შემომთავაზეს, არც ვიცოდი, რომ ისევ თამაშობდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სეარას'' პრეზიდენტმა, რობინსონ დე კასტრომ, განაცხადა, რომ ბრაზილიურ გუნდს ,,სალერნიტანას'' შემტევის, ფრანკ რიბერის გაფორმება შესთავაზეს:

,,გუშინ დამირეკეს და რიბერის გაფორმება შემომთავაზეს, არც ვიცოდი, რომ ისევ თამაშობდა. ვეცდებით თუ არა მის გადაბირებას? არ ვიცი...'' - დე კასტროს სიტყვებს Globo Esporte ციტირებს.
მიმდინარე სეზონში რიბერის ანგარიშზე ,,სალერნიტანას'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა. 38 წლის ფეხბურთელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ,,სეარამ'' ბრაზილიის ჩემპიონატის გასული სეზონი 50 ქულით ცხრილის მე-11 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები