ნიკოლოზ საბანაძის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ, ბათუმის "დინამომ" თავდამსხმელი დაიმატა. აჭარული კლუბის შეტევის ხაზს 29 წლის ცენტრ-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე შეემატა.
ნიქაბაძეს სხვადასხვა დროს ფოთის "კოლხეთში", ლანჩხუთის "გურიაში", და "თელავში" უთამაშია, ბოლოს კი თბილისის "მერანის" მაისურს ირგებდა.
წინა სეზონში, ნიქაბაძე ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მის ანგარიშზე 26 გატანილი გოლი იყო.
ბათუმელებს ორ ტურში 2 ქულა აქვთ და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში "დინამო" "თელავს" 25 ივნისს უმასპინძლებს.