Belive

საუდის არაბეთი რობერტო მანჩინის დაითხოვს და 25 მილიონს გადაუხდის

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური წყაროები ირწმუნებიან, რომ საუდის არაბეთი იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის გაათავისუფლებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ფედერაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მეფე დაამტკიცებს.

მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან 2023 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადადგა და მხოლოდ რამდენიმე კვირაში დაინიშნა საუდის არაბეთის თავკაცად. მანჩინი იტალიის ნაკრებთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა საუდის არაბეთთან ერთად ჩატარებულ 18 შეხვედრაში მხოლოდ 7 მოიგო, 5-ჯერ ფრედ ითამაშა, 6-ჯერ კი დამარცხდა.

ცნობილია, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ, საუდის არაბეთი მას 25-30 მილიონ ევროს გადაუხდის (კონტრაქტის გაწყვეტის გამო), რაც იტალიელის 1 წლის ხელფასია. გადაწყვეტილების გაოფიციალურებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

სხვა სტატიები