"სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და არაფერზე ვნერვიულობ" - ლევანტეს მწვრთნელი
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" 8 თებერვალს, 21:30 საათზე ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში "მალაგას" დაუპირისპირდება. ქართველ ფეხურთელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ის აღნიშნულ შეხვედრაში.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ მედიასთან კომენტარი გააკეთა, ისაუბრა გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმის სიმძიმეზე, ასევე გიორგის "სპორტინგში" შესაძლო გადასვლის თაობაზე:
ვარჯიშებზე ჯერჯერობით სრულად არ იტვირთება, რადგან კოჭის ტრავმა კვლავ აწუხებს. დღეს და ხვალ ვნახავთ როგორ იქნება და გადაწყვეტილებას მაგის მიხედვით მივიღებთ, ამ მოცემულობით ეს ნაკლებად მოსალოდნელია, არ გვინდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ტრავმა გაურთულოს და ისევ დიდი ხანი ვერ დაგვეხმაროს.
სპორტინგში ტრანსფერზე? ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ფეხბურთი მუდამ არის სავსე სპეკულაციებით, ახალ ამბებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციებით, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ესეც მისაღებია. ზოგიერთი ამბავი მართალია, ზოგიც ნახევრად სიმართლე, ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არვიცი არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება პორტუგალიურ კლუბთან. მე გუნდის მწვრთნელი ვარ და არა სპორტული დირექტორი, რომ ამ კითხვას ვუპასუხო.
ამ ამბავზე საუბარი, რომ 2 დღის წინ დაწყებულიყო ლოგიკურად და ნორმალურად ჩავთვლიდი, ამჯერად კი სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და არაფერზე ვნერვიულობ. გიორგი გონიერი ბიჭია, რომელიც თავისი კლუბის და თანაგუნდელების ერთგულია. ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტები და აგენტები იღებენ. ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან დარჩება და სეზონის მეორე ნახევარში დაგვეხმარება. - ხულიან კალერო - "ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი
⚽ El técnico del Levante garantizó la ausencia de Algobia y las dudas con Kochorasvili, quien, en principio, “está complicado” que entre en la convocatoria. https://t.co/Tz0S1EJMlX
— AS Fútbol (@AS_Futbol) February 7, 2025