Belive

"სასწაულის იმედად" - ბელგია ვიტსელის გარეშე რჩება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აქსელ ვიტსელის გარეშე გაემგზავრება. გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, დორტმუნდის "ბორუსიამ" "ლაიფციგი" - 3:1 დაამარცხა, მატჩის 30-ე წუთზე კი, ბელგიელმა ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, 31 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი გაუწყდა, ასეთი ტრავმის მოშუშების შანსი კი 2021 წლის ზაფხულამდე საკმაოდ მცირეა. სავარაუდოდ, ვიტსელს უახლოეს მომავალში ოპერაცია ჩაუტარდება, სრულ გამოჯანმრთელებას და აღდგენით პროცესს კი სულ მცირე 5 თვე დასჭირდება. "აქსელი ოპტიმისტია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში სასწაულის ტოლფასია" - ამბობს ვიტსელის მამა. მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი მესამეადგილოსანი ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის, დანიისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტურნირი სტარტს 11 ივნისს, თურქეთისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრით, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" აიღებს.

სხვა სტატიები