Belive

სასამართლომ ბარსელონას საჩივარი დანი ოლმოს რეგისტრაციის შესახებ არ დააკმაყოფილა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,ბარსელონას'' საჩივარი დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის ლა ლიგაში დარეგისტრირების შესახებ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს კატალონიური კლუბის სასამართლოში გასაჩივრების ბოლო მცდელობა იყო და ახლა სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ ,,კამპ ნოუს'' VIP ადგილების გაყიდვის ხელშეკრულება დამტკიცდება.

აღსანიშნავია, რომ დანი ოლმოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება იმ შემთხვევაში თუ გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს.

მიმდინარე სეზონში ოლმოს ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები