ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "არსენალის" დამარცხების შემდეგ, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.
უდიდესი ალბათობით, ბელგიელი მალე "ლურჯებს" დაემშვიდობება.
"აზარი საოცარი ფეხბურთელია. 2-3 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო, თუ როგორი პიროვნებაა ედენი. ვიცი, რომ ბელგიელს წასვლა უნდა. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ," - თქვა სარიმ.