Belive

სარი დირექტორსაც გაიყოლებს? - იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის "იუვენტუსში" ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, "ბებერ ქალბატონს" გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და ერთმანეთს დაემშვიდობებიან, ახალი სპორტული დირექტორი კი წინამორბედის მოადგილე, ფედერიკო ჩერუბინი გახდება.

სხვა სტატიები