Belive

სარაევოს ევროპის ღია პირველობა | საქართველოს ნაკრები 5 ძიუდოისტით იასპარეზებს

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

18-19 ივლისს, ბოსნიის დედაქალაქი სარაევო, ძიუდოს ევროპის ღია პირველობას უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით წარდგება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მამაკაცთა გუნდი იასპარეზებს - ეს შეჯიბრი კი ერთგვარი მოთელვაა მსოფლიო ჩემპიონატამდე, სწორედ ამიტომ, ძირითადი ნაკრებიდან სარაევოში 2 სპორტსმენი იასპარეზებს.

შემადგენლობა

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

73 კგ: თორნიკე მოსიაშვილი

81 კგ: ირაკლი ბეროშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ: ლუკა მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი ეროვნულ ნაკრებში, თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტატამიზე პირველად გამოვლენ. ლუკა მაისურაძე ამ ყველაფერს ევროპის ჩემპიონის რანგში გააკეთებს.