Belive

საქმე გახსნილია - ემილიანო სალას ტრაგედიაში ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ტრაგიკული გარდაცვალების საქმე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, საბოლოოდ გაიხსნა. სასამართლო პროცესის შედეგად, 67 წლის ბიზნესმენი, დევიდ ჰენდერსონი, რომლის მიერ ორგანიზებული ფრენითაც 28 წლის თავდამსხმელი საფრანგეთიდან ინგლისის მიმართულებით მიემგზავრებოდა, თვითმფრინავის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დამნაშავედ სცნეს. გადაწყვეტილება კარდიფის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ 10 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო. 2019 წლის 21 იანვრის საღამოს, ლა მანშის სრუტის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, გარდა 28 წლის ფეხბურთელისა, ბორტზე მყოფი 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონიც დაიღუპა. შვიდი მამაკაცისა და ხუთი ქალისგან ​შემდგარ ნაფიც მსაჯულებს, შვიდნახევარი საათი დასჭირდათ ჰენდერსონის, თვითმფრინავის მფლობელის გასამართლებლად. გაირკვა, რომ მან ფრენა მოაწყო საფეხბურთო აგენტ, უილი მაკკეისთან ერთად. ჰენდერსონმა, რომელიც იმ დროს მეუღლესთან ერთად პარიზში შვებულებაში იმყოფებოდა, იბოტსონს ფრენის შესრულება სთხოვა.
No description available.
იბოტსონს, რომელიც რეგულარულად დაფრინავდა ჰენდერსონის კომპანიისთვის, არ გააჩნდა კომერციული პილოტის მოწმობა, ღამის ფრენის კვალიფიკაცია და მისი ნებართვის ვადა, ერთძრავიანი Piper Malibu-ით ფრენისთვის ამოწურული იყო. ჰენდერსონმა დანაშაული აღიარა და სასამართლოში განაცხადა, რომ დანაშაულის დაფარვის მცდელობით, საკუთარი ბიზნესის ინტერესების გადარჩენას ცდილობდა. ამჟამად, მოსამართლე ჯასტის ფოქსტონმა, ჰენდერსონი სასამართლო დარბაზიდან გირაოს წესით გაათავისუფლა, სასჯელი მას 12 ნოემბერს გამოუცხადდება, რაც ორი სხვადასხვა ბრალდებისთვის საერთო ჯამში, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები