საქართველოს ეროვნული ნაკრები უდიდესი ალბათობით A ლიგაში აღზევდება - Football Meets Data
ფეხბურთის სტატისტიკის გვერდმა, Football Meets Data-მ რომელიც გუნდების და ეროვნული ნაკრებების შესახებ აქტიურად წერს, გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები თავისი ჯგუფიდან პირველი ადგილით დასრულების ერთპიროვნული ლიდერია და ჯგუფში მყოფ სხვა ნაკრებებს მნიშვნელოვნად უსწრებს.
ორი ტურის შემდეგ სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
საქართველო - პირველი ადგილით ჯგუფის დასრულება - 65%, მეორე - 22%, მესამე - 10%, მეოთხე - 3%.
ჩეხეთი - პირველი ადგილით ჯგუფის დასრულება - 17%, მეორე - 37%, მესამე - 28%, მეოთხე - 19%.
ალბანეთი - პირველი ადგილით ჯგუფის დასრულება - 11%, მეორე - 27%, მესამე - 34%, მეოთხე - 28%.
უკრაინა - პირველი ადგილით ჯგუფის დასრულება - 7%, მეორე - 15%, მესამე - 29%, მეოთხე - 49%.
თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს ერთა ლიგის A დივიზიონში აღზევდება.
აღნიშნულ სტატისტიკის გვერდს სხვა ნაკრებების პროცენტული მაჩვენებელიც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩვენს გუნდს B ლიგაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება. 77%-ია იმის ალბათობა, რომ ინგლისის ნაკრებმა თავისი ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულოს, საქართველოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მათ აქვთ.
დანარჩენი ორი ნაკრების პროცენტული მაჩვენებელი B ლიგაში: პირველი ადგილით დასრულების შანსი, თურქეთი 62%, სლოვენია 36%.
Georgia 🇬🇪 now with 65% to win Group B1 and promote to League A!
— Football Meets Data (@fmeetsdata) September 10, 2024
Change in probabilities to win a League B group:
➕
+26% Georgia 🇬🇪
+6% Greece 🇬🇷
+5% Czechia 🇨🇿
➖
-20% Albania 🇦🇱
-11% Ukraine 🇺🇦
-3% England 🏴
-1% Ireland 🇮🇪
-1% Finland 🇫🇮 pic.twitter.com/eNkTDHTmBY
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 4 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი:
11 ოქტომბერი | უკრაინა - საქართველო
14 ოქტომბერი | საქართველო - ალბანეთი
16 ნოემბერი | საქართველო - უკრაინა
19 ნოემბერი | ჩეხეთი - საქართველო