Belive

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში სომხეთის ასაკობრივი გუნდი დაამარცხა. გიორგი ჩიტაურის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა, მეტოქეს 1:3 მოუგო.

პირველი გოლი გიორგი კობახიძემ მე-5 წუთზე გაიტანა, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა სხვაობა ანდრია ბართიშვილმა, დროებით სხვაობის შემცირება სომხეთის მხრიდან დავიდ სიმონიანმა 76-ე წუთზე შეძლო, მაგრამ კობა კაკაშვილმა ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

სატურნირო ცხრილი