Belive

საქართველო ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში, საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში პოლონელებმა გახსნეს, რის შემდეგაც სათამაშო უპირატესობას საქართველო დაეუფლა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა უკეთ შეასრულა. მატჩის MVP კი მეკარე, კონსტანტინე სეფიაშვილი გახდა.

საქართველო მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ში უკრაინასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.