საქართველოში ინტერის საფეხურთო აკადემია გაიხსნება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ინტერის" აკადემიას საქართველოში "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" წარადგენს, რომელმაც ქართულ ფეხბურთში ინვესტირება სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" შეიძინა. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. აქამდე "ინტერს" მსოფლიოს მასშტაბით 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა გახსნილი, თბილისში კი მეოცე ასეთი საფეხბურთო ობიექტი შეიქმნება.🆕 | ACADEMY #InterAcademy is turning Georgia black and blue ⚫🔵🇬🇪 Welcome, #InterAcademyGeorgia pic.twitter.com/e9Kj7lGXJ7
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter_en) October 14, 2021