Belive

საქართველოს სუპერთასი განახლებული ფორმატით ჩატარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ცნობილი გახდა ქვეყნის სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფორმატის ცვლილების შესახებ.

როგორც გაირკვა, განსხვავებით ტრადიციული ფორმატისგან, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გუნდები ხვდებოდნენ, ახალ ფორმატში მონაწილეობას მათთან ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო მეორე და მესამეადგილოსანი კლუბებიც მიიღებენ.

მნიშვნელოვანია ის ცვლილებაც, რომ 2023 წლის გათამაშება ნაცვლად ზამთრისა ზაფხულში, საერთაშორისო ტურნირების დაწყებამდე გაიმართება. 

უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილები, რომლებიც ასე გამოიყურება:

გორის "დილა" - "დინამო თბილისი"

"დინამო ბათუმი" - ქუთაისის "ტორპედო"