საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს - ეროვნული გუნდის პარტნიორი უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
აქამდე, საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია VTB იყო, რომელთან ხელშეკრულებაც მარტის თვეში შეყწდა.
საქართველოს ნაკრები 2022 წლის პირველ შეხვედრას 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს.