სულ რამდენიმე წუთში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას სტუმრად ანდორაში ჩაატარებს.
ვლადიმირ ვაისმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ჯემალ ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბაჩანა არაბული.
შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.