Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი ცვლილებაა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავს. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობას დღეს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ეროვნულ გუნდს ,,დინამო ბათუმის'' შემტევი, გიორგი ფანცულაია ვერ დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ 27 წლის ფეხბურთელს მისივე თანაგუნდელი, გიორგი ზარია ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრების დებიუტანტია. საქართველო 2 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კოსოვოს უმასპინძლებს, 5-ში კი ესპანეთს ესტუმრება. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა) თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

სხვა სტატიები