8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება.
UEFA-მ აღნიშნული მატჩისთვის მსაჯთა ბრიგადა ოფიციალურად დანიშნა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ჯვაროსნებისთვის" ისტორიულ თამაშს თურქი არბიტრები განსჯიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ძალიან გამოცდილი - ჯუნეით ჩაქირი იქნება. 43 წლის თურქს ჩემპიონთა ლიგის 49 შეხვედრაში უმუშავია, კარიერის მანძილზე მან 546 თამაშს უხელმძღვანელა.