Belive

საფრანგეთი - გერმანია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის მეორე და მთლიანად სათამაშო კვირის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩს გერმანია, კერძოდ კი ბავარიის დედაქალაქი მიუნხენი და "ალიანს არენა" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით - 23:00 საათზე დაიწყება.

უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

გერმანიის ნაკრები: ნოიერი - გინტერი, ჰუმელსი, რუდიგერი - კიმიხიგიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი - მიულერი, ჰავერტსი - გნაბრი. (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანელი, 61 წლის). საფრანგეთის ნაკრები: ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - პოგბა, რაბიო, კანტე - გრიზმანი - მბაპე - ბენზემა. (4-3-1-2). მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (ფრანგი, 52 წლის).

სხვა სტატიები