სანიოლი: "მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მე საქართველოში ვარ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით ბოლო საშინაო მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა უკრაინას უმასპინძლა შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
თამაში კარგად დავიწყეთ დავიწყეთ, თუმცა სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მე საქართველოში ვარ. მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა აქტიური როლი ითამაშეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში მყოფ თითოეული ფეხბურთელს ცვლილების მოტანა შეუძლია. ბოლოს გვქონდა ფრუსტრაცია, რადგან მეორე ტაიმიდან გამომდინარე, მეტი შეგვეძლო.
რაც შეეხება პირველ ტაიმში ჩავარდნის მიზეზს: გოლის გაშვება ჩვენთვის მენტალურად რთული გახდა. ეს რთული პროცესია, თუმცა სწავლა მარტივი არასოდეს არის.
ჩაკვეტაძის გაყვანა გადავწყვიტე იმის გამო, რომ თამაშის გაშლა უფრო მეტად გვჭირდებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ფეხბურთელი მეორეს სჯობს. რაც შეეხება გველესიანის არყოფნას, კვერკველიამ ევროპის ჩემპიონატამდე ჩვენი ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ვფიქრობ, დამატებით შანსს იმსახურებდა. ჩვენ 11-ზე მეტი მოთამაშე გვჭირდება იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
იმ შემთხვევაში, თუკი A ლიგაში დავწინაურდებით, არ ნიშნავს რომ ფანტასტიკური გუნდი გავხდით და თუ პირიქით მოხდა, მხოლოდ ნეგატიურად არ უნდა შევაფასოთ. თუ გვსურს, რომ იგივე გამოცდილება გავიზიაროთ, რაც ზაფხულში, მთავარია, გუნდი განვითარდეს და ეს პროცესი დავინახოთ. - ვილი სანიოლი
ერთა ლიგაზე ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს გამართავს. "ჯვაროსნები" გასვლით მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.