Belive

სანჩო ნაწყენია და დორტმუნდის დატოვება სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯეიდონ სანჩო "ბორუსიაში" არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. ახალგაზრდა ვინგერი დორტმუნდელებმა მეორედ აწყენინეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, "ბაიერნთან" 0:4 წაგებულ მატჩში სანჩო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლამ გააღიზიანა. ოქტომბერში, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ინგლისიდან კლუბში დაგვიანებით დაბრუნებული ჯეიდონი "ბორუსიამ" ბუნდესლიგის შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 19 წლის სანჩოს დორტმუნდში დარჩენა აღარ სურს. მისი შეძენით მსოფლიო გრანდები - მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

სხვა სტატიები