Belive

სამტრედიამ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სამტრედია" ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა. "სამტრედიას" ოფიციალური გვერდის თანახმად, 31 წლის ნათან ჯუნიორი იმერელთა მაისურს მოირგებს. გამოცდილ თავდამსხმელს სხვადასხვა დროს "კაპფენბერგის", "სკონტოს", "პაკუშ დე ფერეირასა" და "ტონდელას" შემადგენლობაში უთამაშია. ჯუნიორი 2012 წელს საქართველოს ჩემპიონატში, გორის "დილას" რიგებშიც გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ნათანს პორტუგალიის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ის ბომბარდირთა დავაში მოწინავე ადგილს იკავებდა.

სხვა სტატიები