Belive

სამპდორიას რეკორდის გამეორება: კომოს ფენომენალური სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურის შეხვედრაში კომომ აეკი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ლუის მილიამ გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით კომომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა, საშინაო კედლებში კი - რიგით მე-3, რითაც პირველი იტალიური კლუბი გახდა 1991/92 წლების სეზონში სამპდორიას შემდეგ, რომელმაც ევროპის თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში თავისი პირველი სამი საშინაო მატჩი მოიგო. მაშინ სამპდორიამ ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ცხრილში 5 ტურის შემდეგ კომო ამჟამად 12 ქულით მე-3 პოზიციაზეა (4 გამარჯვება, 1 მარცხი). შედეგებთან ერთად, მათი გოლების შეფარდებაც შთამბეჭდავია: ამ დროის განმავლობაში მათ 20 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ანასტასიოს დუვიკასია - მას 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს; შემდეგ 3 გოლით და 5 ასისტით ნიკო პასი მოდის, მარტინ ბატურინას კი 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ა.შ.

კომოს მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოიყურება:

  • კომო 4:1 ლაიფციგი

  • ფეინოორდი 3:2 კომო

  • კომო 4:1 მანჩესტერ იუნაიტედი

  • ლანსი 1:9 კომო

  • კომო 1:0 აეკი

სხვა სტატიები