Belive

სამი ქართველი ერთ გუნდში - დაუშვილი აპოელის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ "აპოელს" ბუბა დაუშვილიც შეუერთდა. კვიპროსული გუნდი ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ნახევარმცველმა "აპოელთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვილს "ანორთოსისთან" ხელშეკრულება კვლავ ჰქონდა, სავარაუდოდ, გუნდმა დაუშვილის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადა. 32 წლის საყრდენი ნახევარმცველი "ანორთოსისში" 2019 წლიდან თამაშობდა. ამ დროის მანძილზე ბუბამ ქეცბაიას გუნდის რიგებში 52-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები