სამარცხვინო მარხცის მიუხედავად ზიდანი გუნდში დარჩება
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"როდესაც გუნდი მარცხდება პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. ფეხბურთელები მოედანზე ყველაფერს აკეთებდნენ მოსაგებად, თუმცა სხვაგვარი შედეგი დადგა. როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც ბრალეულობას საკუთარ თავს ვაწერ" "ძალიან რთული მომენტია, ჩვენ კოპა დელ რეის მიღმა აღმოვჩნდით, თუმცა მოთამაშეებმა ყველაფერი გაიღეს იმისათვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. კიდევ უფრო რთული მომენტია იმ მხრივ, რომ მესამე დივიზიონის გუნდს "რეალი" აუცილებლად უნდა უგებდეს, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება" "ეს სირცხვილი ნამდვილად არ არის, როგორც აღვნიშნე ყველაფერი შესაძლებელია, პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ სრულფასოვან მუშაობას. ამის გამო სასოწარკვეთას არ მივეცემით", - აცხადებს ზიდანი.ამრიგად, ზინედინ ზიდანის მომდევნო გამოწვევა, შაბათს "ლა ლიგის" მე-20 ტურში მადრიდელებისათვის გასვლით მატჩში "ალავესის" წინააღმდეგ, შედგება.