სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტი აქვს, მას ვარჯიშზე ველოდებით"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვენი პოზიცია უცვლელია: რობერტს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. იმედი მაქვს, მას 12 ივლისს ბაიერნის ბაზაზე ვარჯიშზე ვიხილავთ", - თქვა ბოსნიელმა სპეციალისტმა.პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორს, კლუბიდან წასვლა და კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს. ამის შესახებ მან სეზონის დასრულების შემდეგაც ისაუბრა, თუმცა იმ ფონზე, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 33 წლის ფორვარდი კლუბიდან არ გაუშვას.