სალაჰმა ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
30 წლის ეგვპიტელმა სუპერვარსკვლავმა - მოჰამედ სალაჰმა, "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც ეგვიპტელი შემტევი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.
"მოხარულები ვართ, რომ კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. ჩვენმა ლეგენდამ - სალაჰმა, დღეს გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად მოეწერა ხელი ახალ კონტრაქტზე, რაც 2025 წლამდე კლუბში დარჩენას ითვალისწინებს..." - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელში.მოჰამედ სალაჰი 2021/2022 წლების სეზონის პრემიერ ლიგის ბომბარდი და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. "მერსისაიდულ" კლუბში გატარებული 5 წლის განმავლობაში, მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე: 254 მატჩი, 156 გატანილი გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.Our Egyptian King is here to stay 😍#SalahStays pic.twitter.com/4oQGiN6krc — Liverpool FC (@LFC) July 1, 2022