Belive

სალაჰიც საუდის არაბეთში? | ეგვიპტელს რონალდუს ფინანსური რეკორდის დამხობა სურს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთი სუპერვარსკვლავი აღმოჩნდა საუდის არაბეთში ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც ერთ-ერთი პირველი ვინც უმაღლესი დონის ფეხბურთიდან ფეხი შედგა - კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ.

ამჟამად საუბარია მო სალაჰზე, რომელიც აცხადებს, რომ "ლივერპულის" დატოვება სურს და კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში განიხილავს. ამავდროულად, უცხოური მედია იუწყება, რომ სალაჰს მიზნად რონალდუს ფინანსური რეკორდის დამხობა აქვს. 

სალაჰის შეძენით "ალ-იტიჰადია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა  ეგვიპტელ ფეხბურთელს კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზოს, რითაც ეგვიპტელი ფეხბურთელი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება ფინანსური თვალსაზრისით. 

"ალ-იტიჰადის" მენეჯმენტი მედიასთან განცხადებებში აღნიშნავს, რომ თვალისმომჭრელ ხელფასთან ერთად, სალაჰის გულის მოგებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ის მუსლიმურ ქვეყანაში იცხოვრებს.

არადა, აგვისტოს დასაწყისში სალაჰის აგენტი, რამი აბას ისა, ფეხბურთელის ტრანსფერს გამორიცხავდა. 

სალაჰი ლივერპულის დატოვებას არ გეგმავს. მსგავსი მიზანი რომ გვქონოდა, გასულ ზაფხულს კონტრაქტს არ განვაახლებდით. - რამი აბას ისა (სალაჰის აგენტი)

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ-იტიჰადის" ხელმძღვანელები, სალაჰს ხელფასის სახით 79 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. თუ ტრანსფერი შედგება, საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაც ეს იქნება.

სხვა სტატიები