Belive

სალაჰის შემდეგ, კიდევ ერთი ფორვარდი? ტრაბზონსპორმა სალაჰის ყოფილი თანაგუნდელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტრაბზონსპორმა ეგვიპტელი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის, ტრანსფერის დასრულების შემდეგ ყურადღება ამჯერად ახალ ფორვარდზე გადაიტანა. თურქული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს.

სალაჰის ტრანსფერმა საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეგვიპტელი ვარსკვლავი ოთხშაბათს შუადღეს თურქეთში ჩავიდა, სადაც ათათურქის აეროპორტში გულშემატკივრების გრანდიოზული დახვედრა მოეწყო. მისი ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ.

A Spor-ის ინფორმაციით, ტრაბზონსპორმა ალ-ჰილალის ურუგვაელი თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის, ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ეს ნაბიჯი მოჰყვა სალაჰის ხმაურიან ტრანსფერს, რომელიც ჯერ-ჯერობით მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარიგებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა ნუნიესის ტრანსფერზე უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მოლაპარაკებები ფეხბურთელთან, მის წარმომადგენლებთან და ალ-ჰილალის ხელმძღვანელობასთან, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დეტალები და საუდური კლუბის პოზიცია უცნობია.

27 წლის დარვინ ნუნიესმა გასულ სეზონში ალ-ჰილალის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ურუგვაელი თავდამსხმელი საუდურ კლუბს გასულ ზაფხულს ლივერპულიდან შეუერთდა, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში კარიმ ბენზემას ტრანსფერმა მისი გეგმები შეცვალა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ნუნიესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა კლუბის დატოვება მოითხოვა. საინტერესოა, რომ ტრაბზონსპორის გარდა ურუგვაელის დამატება ბეშიქთაშსაც სურს. 

სხვა სტატიები