სალაჰი პსჟ-ზე: ,,ევროპის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, ,,პარი სენ ჟერმენზე'' ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ,,მერსისაიდელები'' სწორედ პარიზელებმა გამოაგდეს.
,,გულწრფელი უნდა ვიყო, პარი სენ ჟერმენმა ჩვენ წინააღმდეგ პირველ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კი ძალიან გაგვიმართლა. ალისონს ლივერპულულ კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა, მეტოქეს კი საოცრად არ გაუმართლა.
შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ ენფილდზე და ამჯერად ჩვენ ვიყავით უიღბლოები, რადგან ბურთი ძელს 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოვარტყით. ამ მატჩში ყველაფერი 50/50-ზე იყო.
ვინ იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას? ამას ვერავინ იტყვის. საპასუხო მატჩში ლივერპული იყო უკეთესი, პირველში კი - პსჟ. პენალტების სერიაში კი ერთ დღეს შეიძლება მოიგო, სხვა დროს კი - წააგო... ვერავინ იტყვის, რომ მეტოქე მოგებას 100%-ით იმსახურებდა.
მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავ ფორმაში ვიყავით და მცირე ვარდნა მხოლოდ მარტში გვქონდა. ევროპის საუკეთესო გუნდს სწორედ ამ პერიოდში ვეთამაშეთ.'' - მო სალაჰი
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
🗣️ Mo Salah loves this PSG side:
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) May 7, 2025
"We faced the best team in Europe. In the first leg, we got lucky because we had Alisson, and they were unfortunate.
I told them after our elimination, go win it this time. That’s all." pic.twitter.com/vTrG2tbj1q