Belive

"სალაჰი ლივერპულს ვერ დაეხმარება" - იურგენ კლოპი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ნოტინგემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგება. პრინციპულ მატჩს, მერსისაიდული გრანდი კოლოსალური დანაკლისით ხვდება.

"ლივერპულის" ლაზარეთი გადავსებულია და მოედანზე გასვლას ისეთი ვარსკვლავები ვერ ახერხებენ, როგორიცაა: მო სალაჰი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დიოგუ ჟოტა, ვატარუ ენდო, რაიან გრავენბერხი, დომინიკ სობოსლაი, ტიაგო ალკანტარა. ასევე საეჭვოა დარვინ ნუნიესისა და ენდი რობერტსონის მოედანზე ხილვა.

სუპერვარსკვლავის ტრავმის შესახებ, იურგენ კლოპმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მო სალაჰი სათამაშოდ მზად არაა.

მო სალაჰი ხვალ სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესშია. შესაძლოა მომავალ კვირას ითამაშოს. სიმართლე გითხრათ, სრული რეაბილიტაციისგან შორს არაა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. - იურგენ კლოპი.

სხვა სტატიები