სალაჰი: "ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტია"
ლივერპული სეზონის ოფიციალური გახსნისთვის აზიაში ემზადება. არნე სლოტმა 29-კაციანი განაცხადით კიდევ 4 ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაატაროს, მათ შორის, მომდევნო მილანის წინააღმდეგ. ასეთ დროს ჟურნალისტები აქტიურად იყენებენ ფეხბურთელებთან საკომუნიკაციოდ. ლივერპულის ვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა France Football-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი გაგვიმხილა.
სალაჰს უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან: მოურინიო, მონტელა, გარსია... თუმცა, როდესაც მას საყვარელი მწვრთნელის შესახებ ჰკითხეს, მან იურგენ კლოპი არ ახსენა - ადამიანი, რომელმაც მისი ლივერპულული კარიერა განსაზღვრა - მის ნაცვლად, ეგვიპტემა ფეხბურთელმა, საყვარელ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი დაასახელა, რომლის ხელმძღვანელობითაც ის 2016-17 წლებში რომაში თამაშობდა. მაშინ სალაჰმა, სერია A-ში, 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მოჰამედ სალაჰს ეჭვი არ ეპარება თავის საფეხბურთო მემკვიდრეობაში - ან სულ მცირე, მან იცის, როგორ იხუმროს ამ თემასთან დაკავშირებით.
France Football-თან ინტერვიუში, ეგვიპტელმა ვინგერმა არ დააყოვნა, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ არის ისტორიაში უდიდესი აფრიკელი ფეხბურთელი: „მე“ - უპასუხა მან ღიმილით, სანამ უფრო დიპლომატიურად დაამატებდა: ბევრი არიან, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჟორჟ ვეა, დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო.
ფეხბურთელები, ვისთან ერთად თამაშზეც ოცნებობდა არიან სტივენ ჯერარდი და ტიერი ანრი.
Is Mohamed Salah the greatest African player in history? 👑
— Ballon d'Or (@ballondor) July 18, 2025
We challenged the Egypt and Liverpool star with rapid questions — no time to think, just speak.
⚡ Stay until the end — a few of his answers might surprise you.#ballondor #salah #rapidquestions pic.twitter.com/zVWMjfbtfq