Belive

საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე კამავინგამ ტრავმა მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდისა" და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ედუ კამავინგამ ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშის დროს დაზიანდა. ის უახლოეს დღეებში გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტრავმის სიმძიმეც ცნობილი გახდება. თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არ არის.

საფრანგეთის ნაკრებს მომავალი შეხვედრა 2 დღეში - 18 ნოემბერს ელის. დიდიე დეშამის გუნდი გიბრალტარს შინ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები